პრესრელიზი
14 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
+99593260609
maiko@publicity.ge
საქართველოში "ძუძუს ჯანმრთელობის დღე" აღინიშნა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 ოქტომბერი, 2010 - 15 ოქტომბერს თბილისში ევროპა დონა-ევროპის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის ორგანიზებით "ძუძუს ჯანმრთელობის დღე " აღინიშნა. ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 44 ქვეყანაში აღინიშნიშნება.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით კონოთეატრ ამირანში გაიმართა მიღება, სადაც ღონისძიების მონაწილე ქალბატონებმა საზეიმოდ აღნიშნეს ძუძუს ჯანმრთელობის დღე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა შეხსენებინა საზოგადოებისთვის გაამახვილოს ყურადღება ძუძუს კიბოს პრობლემაზე, გაუმჯობესდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ , მოხდეს ადრეული აღმოჩენა მამოგრაფიული სკრინინგის მეშვეობით, ჩატარდეს ძუძუს კიბოს ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა.
"ძუძუს ჯანმრთელობის დღის" ძირითადი მიზანია გახლავს საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს ჯანმრთელო ცხოვრების წესზე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებით, ჯანსაღი კვებითა და მამოგრაფიული სკრინინგით შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება.